მასწავლებელთა კონფერენცია ორგანიზებულია ასოციაცია-ბიოს მიერ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გრანტის ფარგლებში.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიოლოგიის მასწავლებლებს.
კონფერენცია ჩატარდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 18 მაისს.
აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისში კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 25 მაისს.
მასწავლებელს შეუძლია დარეგისტრირიდეს, როგორც მონაწილე პოსტერულ ან პლენარულ მოხსენებისთვის ან როგორც მსმენელი.
კონფერენციის თემატიკა:
- მარტივი ექსპერიმენტებით სწავლება
- ისტ და ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენება
- კლუბური მუშაობის გამოცდილების გაზიარება
- კვლევითი პროექტებით სწავლება
- ინოვაციური მიდგომები
- მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება
- სამუშაო შეხვედრები თანამშრომლობისთვის
რეგისტრაციის გავლის შემდეგ თუ მომხსენებლად დარეგისტრირდებით თეზისის ფაილი გამოგზავნეთ: associationbio2013@gmail.com
თეზისის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ერთ ან ორ ნაბეჭდ გვერდს.
ჩვენ განვიხილავთ თეზისს და 15 მაისს მოგწერთ დასტურს. პლენარულმა მომხსენებლებმა უნდა გამოგვიგზავნონ პრეზენტაცია (power point) კონფერენციამდე ერთი დღით ადრე ბიოს ელექტრონულ ფოსტაზე, პოსტერის შემთხვევაში კი ორი დღით ადრე, რათა დროულად დავბეჭდოთ.
იხილეთ თეზისა და პოსტერის შაბლონი.
ჩამოტვირთეთ კონფერენციისთვის საჭირო შაბლონები
ველოდებით თქვენგან საინტერესო და საჭირო თეზისებს ურთიერთგაზიარებისთვის
საორგანიზაციო კომიტეტი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: associationbio2013@gmail.com
ტელ: +995 555011000
facebook: საუბრები-ბიოლოგთან

Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire