jeudi 29 novembre 2018

გრანტი - "საჯარო სკოლების ბიოლოგიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“ მონაწილეები

გრანტი დაფინანსებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება“.  /22.11.2018-17.06.2019/



პროექტის ორგანიზატორი
ხათუნა გოგალაძე,   არასამთავრობო ორგანიზაციის "ასოციაცია-ბიოს" დამფუძნებელი/აღმასრულებელი დირექტორი.
ქიმიის დოქტორი, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მენტორი მასწავლებელი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელი, ბუნების მე-5 & მე-6 კლასის გრიფირებული სახელმძღვანელობისა და ბიოლოგიის ტესტების ავტორი. https://bunebabunebabuneba.blogspot.com/
რამდენიმე სამეცნიერო სტატიის, საგანმანათლებლო რესურსისა - https://genetic2018.blogspot.com/ და რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი და მიწვეული დელეგატი.


პროექტის მენეჯერი
მარინა ჯალიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის "ასოციაცია-ბიოს" გამგეობის წევრი.
 ქ. რუსთავის სსიპ №7 საჯარო სკოლის ბიოლოგის წამყვანი მასწავლებელი. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის და “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ტრენერი. გრიფირებული სახელმძღვანელობისა (ბიოლოგია, ბუნება)  და ბიოლოგიის ტესტების თანაავტორი.
ფასილიტატორი
შორენა ქურდაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის "ასოციაცია-ბიოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
ქალაქ თბილისის № 155 საჯარო სკოლის ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი და ფასილიტატორი. ბიოლოგიის ტესტების თანაავტორი.


 ფასილიტატორი
მარინე ჭელიძე - არასამთავრობო ორგანიზაციის "ასოციაცია-ბიოს" გამგეობის წევრი. 
ბიოლოგიის დოქტორი, საერო სკოლა „ბინულის“  ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მენტორი მასწავლებელი, ნორჩ მკვლევართა კლუბ „ბინულის“ მეურვე, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის თბილისის რეგიონის კოორდინატორი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიისა და  ბუნებისმეტყველების მიმართულების ტრენერი, ‘’ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ტრენერი, ტრენერთა სკოლის ტრენერი, ბუნებისმეტყველების გრიფირებული სახელმძღვანელოებისა და ბიოლოგიის ტესტების თანაავტორი.


 ფასილიტატორი
ირმა ავალიანი - არასამთავრობო ორგანიზაციის "ასოციაცია-ბიოს" გამგეობის წევრი.
საქართველოს სასწავლო ცენტრ ‘’ჯი-ელ-სის’’ სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიისა და  ბუნებისმეტყველების მიმართულების ტრენერი, ‘’ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ტრენერი, ტრენერთა სკოლის ტრენერი, ბუნებისმეტყველების გრიფირებული სახელმძღვანელოებისა და ბიოლოგიის ტესტების თანაავტორი.


ფასილიტატორი

ხათუნა ტოტოჩავა - არასამთავრობო ორგანიზაციის "ასოციაცია-ბიოს" წევრი. 
მეცნიერებათა დოქტორი, ქ.ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიისა მენტორი მასწავლებელი, საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება, ‘’ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ტრენერი-პროფესიული და საგნობრივი მიმართულებებით.სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების ‘’მიმართულებით ტრენერი.

ფასილიტატორი
ეკატერინე გიგიტელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის "ასოციაცია-ბიოს"  წევრი.
სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი, სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი.





"ასოციაცია-ბიო"
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა:  associationbio2013@gmail.com
ტელ: +995 555011000
facebook: საუბრები-ბიოლოგთან

 
 




გრანტი - "საჯარო სკოლების ბიოლოგიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“ მონაწილეები

გრანტი დაფინანსებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს „მასწავლებელთა და...